ქობულეთში 200 ბავშვი საბავშვო ბაღის მიღმა დარჩება - რეგისტრაციის პროცესი დასრულდა
30 ივლისი 2020,
12:08
1707 ნახვა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დასრულებულია. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, 1 255 განცხადებიდან, 1 100 აპლიკანტის განაცხადი დაკმაყოფილდება. დაახლოებით, 200- მდე აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე რჩება.