ხელვაჩაურის საკრებულომ ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს

30 ივლისი 2020, 12:09 1228 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილებას უწყვეტენ. საკითხზე საკრებულოს წევრები დღეს იმსჯელებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ   ოპოზიციონერი წევრისთვის მანდატის ვადამდე შეჩერების მიზეზი სხდომების გაცდენებია.

როგორც განმარტავენ ვაჟა თავდგირიძემ საკრებულოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა წარუდგინა, თუმცა იგი საკრებულოს წევრის სტატუსის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ  ''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში