ე.წ ხოფას ბაზრობის მოვაჭრეები კიდევ 5 თვით, ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან 

31 ივლისი 2020, 14:26 2024 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება. თორნიკე რიჟვაძემ ამის შესახებ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში წარადგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. ახალი გადაწყვეტილებით კი ისინი დამატებით 5 თვით, ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

''სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომისიური წესით დაასრულა შესწავლა და შეირჩა 18 ფერმერი, რომელთაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება - მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის („start-up“) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში