გერმანიის გრანტი

31 ივლისი 2020, 18:48 1317 ნახვა

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც გერმანიის მიერ საქართველოსათვის დაახლოებით, 170 მლნ ევროს სესხისა და 28,5 მლნ ევროს გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში. 

შეთანხმების გაფორმებისას ითქვა, რომ თანხა მიმართული იქნება: ურბანული განვითარებაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ენერგოეფექტურობასა და გარემოს დაცვის ღონისძიებებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში