საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

01 აგვისტო 2020, 12:32 1620 ნახვა

დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. ბათუმში მაგისტრობის მსურველები გამოცდებს ორ საგამოცდო ცენტრში აბარებენ. გამოცდების დაწყების პირველ დღეს, აპლიკანტთა რეგისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად გაეცნო.

გამოცდებში მონაწილეობას იღებენ მეზღვაურებიც, რომლებიც საკარანტინო სივრციდან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების შემდეგ დაუშვეს. საერთო სამაგისტრო გამოცდებს ბათუმში 1300-ზე მეტი ადამიანი აბარებს.  საგამოცდო ცენტრები ბათუმის მე-14 და მე- 10 საჯარო სკოლებშია განთავსებული.  გამოცდები  4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში