შემაჯამებელი ბრიფინგი ცესკო-ში

07 ოქტომბერი 2016, 00:00 4439 ნახვა

შემაჯამებელი ბრიფინგია ჩანიშნული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თამარ ჟვანია იმ აქტივობებზე ისაუბრებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარების მიზნით განახორციელა. ცენტრალური საარჩევნო კომისიაში  ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ბრიფინგები ხვალ პერიოდულად გაიმართება. ცესკოს ინფორმაციით, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი, ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში