თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს

02 აგვისტო 2020, 12:13 1470 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი შსს კიდევ ერთხელ მივიდნენ, ამჯერად საკუთარი ინიციატივით. ოჯახს სურს, რომ საგამოძიებო  უწყებამ პროგრამისტის კომპიუტერიდან ამოღებული მასალა გააცნონ. თეონა თამაზაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს  და ამბობს, რომ ისინი ფაქტების გაქრობასა და დამალვას შეეცდებიან.

გარდაცვლილი ოჯახის ადვოკატი - კი საგამოძიებო უწყებას იმ ვიდეო კამერებიდან მასალების ამოღებას სთხოვს რომელიც მისი თქმით დამონტაჟებულია სოფელ მაწევანთან, საიდანაც გზა გადის ცენტრალურ მაგისტრალზე. მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში