“არჩევნები 2016” დასრულდა

07 ოქტომბერი 2016, 00:00 3015 ნახვა

თოქ  შოუ ''არჩევნები 2016-ის'' დასკვნითი გადაცემა პარტიული სიების პირველ ნომრებს დაეთმოთ, რომლებიც უმაღლესი საბჭოს  არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. 15-ი პოლიტიკური სუბიექტიდან  ხუთმა პარტიამ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა. გადაცემაში არ მივიდა ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის, პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის კანდიდატები, ასევე დავით  თარხანმოურავი და თამაზ მეჭიაურის   პარტიის  სიის  პირვლი  ნომერი. არ მოსვლის  მიზეზად  სხვადასხვა არგუმენტი დაასახელეს. გადაცემა `არჩევნები 2016” ერთი თვის განმავლობაში  გადიოდა   პირდაპირ  ეთერში.  საეთერო დრო  საარჩევნო გეგმის  პრეზენტაციისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს დაეთმო. გუშინდელ ეთერში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან  გაკეთდა დისკრიმინაციული განცხადებები, ერთ ერთმა კანდიდატმა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საბჭოთა  სიმბოლიკა გამოიყენა. აჭარის ტელევიზია კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ მსგავს  ქმედებას ემიჯნება.  

ამავე კატეგორიაში