ხულოს საბაგირო გაიხსნა

03 აგვისტო 2020, 12:00 2427 ნახვა

ხუთ თვიანი პაუზის შემდეგ ხულოს საბაგირო გაიხსნა. ბაგირგზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები შპს „ბაგირმშენმა“ 124 ათას ლარად შეასრულა. „ხულოს ბაგირგზაში“ აცხადებენ, რომ  სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა.

ბაგირით თაგოს მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ცენტრს 8 წუთში უკავშირდება. ბაგირის რეაბილიტაციამდე მათ მოძრაობა დაზიანებული შემოვლითი გზით უწევდათ.  საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და ის სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა.  საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.

 

(ფოტო: არქივი)

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში