საკრებულომ მერია მეტად უნდა აკონტროლოს - “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევა

03 აგვისტო 2020, 15:03 1236 ნახვა

კიდევ ერთი კვლევა ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს საქმიანობის შესახებ მოამზადა. საკრებულომ მერია მეტად უნდა აკონტროლოს -  აცხადებენ ორგანიზაციაში.

მესამე სექტორმა 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე გაწეული საქმიანობა შეაჯამა.  დოკუმენტში დეტალურადაა საუბარი დეპუტატთა საპატიო, არასაპატიო გაცდენის, ქონებრივი დეკლარაციების, სამივლინებო ხარჯების, პრემია-დანამატების, ჯილდოებისა და  სხდომებზე აქტიურობისა თუ  პასიურობის შესახებ.

მესამე სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციებს შორისაა, მოქალაქეთა მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე აიპების საქმიანობის შესწავლა, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ,  რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 40 მილიონამდე იხარჯება და  5 ათასამდე დასაქმებულია, მათ შორის კი როგორც ამბობენ, უმეტესი პარტიული აქტივია ან ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში