ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა – მიმართვა აუდიტის სამსახურს

07 ოქტომბერი 2016, 00:00 3378 ნახვა

''საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო'' სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს შეისწავლოს ''ნაციონალური მოძრაობის'' აქციაზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაცია. ორგანიზაციის ინფორმაციით, 5 ოქტომბერს თბილისში ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო  მოსყიდვის ნიშნები დაფიქსირდა. განცხადებაში ნათქვამია რომ აქციაზე მყოფი ხალხის გარკვეული ნაწილი აცხადებდა, რომ იქ მისვლის მიზნით პარტიამ ფული წინასწარ გადაუხადა.

ამავე კატეგორიაში