დღგ-ს ახალი რეფორმა და შეხვედრები მეწარმეებთან

05 აგვისტო 2020, 10:31 1442 ნახვა

დღგ-ის ახალი რეფორმას მეწარმე სუბიექტები ეცნობიან. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები ევროკავშირის დღგ-ის დირექტივებზე დაყრდნობით მომზადდა. შეხვედრები ამჯერად ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში რეგისტრირებულ მეწარმეებთან გაიმართა. 

ითქვა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს ქართველი და ევროპელი მეწარმეების საქმიან თანამშრომლობას, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, შეღავათებით ისარგებლებენ განათლების, სამედიცინო და სოციალურ სფეროში მოღვაწე კომპანიები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში