ხულო-ზარზმის მეორე ლოტის 42 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ,,სინოჰიდრო“ შეასრულებს

05 აგვისტო 2020, 11:52 1396 ნახვა

ხულო-ზარზმის მეორე ლოტის 42 კმ-იანი მონაკვეთის  სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია ,,სინოჰიდრო“ შეასრულებს.  ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. პროექტს ქუვეითის ფონდი 95 მილიონი ლარით აფინანსებს.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის  ტენდერი ორ ნაწილად გამოცხადდა. პირველ ნაწილზე სამუშაოებს კომპანია ,,მამისონი“ აწარმოებს.    პროექტის მიხედვით ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება  47კმ-იან  გზას, მოეწყობა 7 ხიდი.   გზას, რომელიც სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას აკავშირებს,  რეკონსტრუქცია რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია. გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაანონსდა.

2019 წელს სამუშაოები იტალიურმა კომპანია ,,ტოდინმა დაიწყო“, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა. მთავრობამ საერთაშორისო ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში