მოსახლეობაში პროდუქციის დარიგება პარტიული ნიშნით არ ხდება - ტიტე აროშიძე

05 აგვისტო 2020, 22:13 2338 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის განმარტებით; რეგიონის მოსახლეობაში პარტიული ნიშნით, პროდუქციის დარიგება არ ხდება. სიაში ხვდება ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად თავისი პოლიტიკური შეხედულებისა. ეს არის მოწყვლადი მოსახლეობა, რომელსაც პანდემიის პირობებში აუცილებლად ესაჭიროება დახმარება.

"მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, ავამოქმედეთ სამი ძირითადი პროგრამა: ეს იყო ხვნა-თესვის პროგრამა, საჩითილე მეურნეობების განვითარების პროგრამა და სასათბურე მეურნეობებში მოყვანილი პროდუქციის მოსახლეობაში განაწილების პროგრამა. ჩვენ, მაისის ბოლოსთვის დავიწყეთ სასათბურე მეურნეობებში პროდუქციის მოყვანა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის სურსათით მომარაგებისთვის. ილუზია იმაზე, რომ პანდემია ერთ დღეში დასრულდებოდა არავის არ ჰქონდა, ამიტომ პროდუქტის დარიგება გრძელდება აგვისტოს თვის ჩათვლით. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ აჭარის ა/რ მთავრობის პროგრამებზე და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის პროგრამებზე. პარტიული ნიშნით არ ხდება არანაირი პროდუქციის დარიგება მოსახლეობაში. აქ არის მოწყვლადი ჯგუფები აღებული. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ტურიზმის შემცირებით ძირითადში დაზარალდა ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

ვინ არის პასუხისმგებელი პროდუქციის განაწილებაზე ?

"ამ შემთხვევაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაოდენობრივად და ხარისხობრივად განსაზღვრავს პროდუქციის მოყვანის პირობებს, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობაში დარიგებას, ამას მუნიციპალიტეტის განსაზღვრავს შესაბამისად, მოწყვლად ჯგუფებზე ინფორმაცია შემოდის ადგილობრივი რწმუნებულების ინსტიტუტიდან და თვითმმართველობა ახორციელებს დარიგებას. საუბარია დაახლოებით 9 პროდუქცის კულტურაზე. თუ პოლიტიკური ნიშნით იყო დარიგებული ეს უკვე თვითმმართველობების პასუხისმგებლობაა? ეს გამორიცხულია რომ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ სიაში ხდება ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი, განურჩევლად თავისი პოლიტ-შეხედულებისა და შესაბამისად, ეს პროექტი მოსახლეობაზეა გათვლილი, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება დახმარება აღნიშნული პანდემიის პირობებში,'' - აღნიშნავს მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში