ენმ ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

10 აგვისტო 2020, 14:25 1713 ნახვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. პარტიაში ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის ობიექტების მშენებლობისას ვერ დაკმაყოფილდება უსაფრთხოების ნორმები, რამაც შესაძლოა ტრაგედია გამოიწვიოს.  საკითხი კვლავ  აქტუალური ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ გახდა.    

ბეირუთის ტრაგედიაზე კი გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას პარტიაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სთხოვენ, რადგან მათი თქმით,  ნაოსნობის უფლების არ მქონე გემმა ბათუმის პორტიდან ბეირუთში 2013 წელს ამონიუმის ნიტრატი ჩაიტანა.

სააგენტოში სატელევიზო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტთან არაფერი აკავშირებთ, ვინაიდან ტვირთის გადაზიდვის, დამუშავებისა და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა დ არა ექსპორტიორის.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში