მანქანა, ლომბარდი - თაღლითური სქემა

10 აგვისტო 2020, 20:20 9766 ნახვა

ავტომობილის გაყიდვის თაღლითური სქემა. ამ შემთხვევაში მოტყუებული უკრაინის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელმაც 10 ათას დოლარამდე ღირებულების მანქანა ქართველი დილერებისგან შეიძინა, მომსახურებაში ჯერ 500 შემდეგ კი 200 დოლარი გადაიხადა. 11 თვის წინ შემთხვევით საქართველოში დასასვენებლად გამომგზავრებული დაზარალებულის ავტომობილი ლარსის საზღვარზე დააკავეს. კიდვე ერთი დეტალი გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე მანქანა საქართველოში დაალომბარდეს და საზღვარი ისე დაატოვებინეს. დილერები პასუხისმგებლობას იხსნიან, თუმცა მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული. ადვოკატები კი თაღლითურ სქემაზე საუბრობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში