უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

12 აგვისტო 2020, 12:02 1788 ნახვა

დღის ბოლომდე 1000 ტესტის შედეგები  იქნება ცნობილი, რის შედეგადაც გამოიკვეთება საბოლოო სურათი და სამომავლო სამოქმედო გეგმა სვანეთთან დაკავშირებით.  უწყებათაშორისი საკოორდინაციო  საბჭოს სხდომაზე სწორედ  სვანეთში არსებულ ვითარება იყო მთავარი თემა.  

ითქვა, რომ სვანეთში ვირუსის აფეთქება თავიდან აცილებულია.  სპეციალისტები ისევ მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები,  რაც  გულისხმობს იმას, რომ უნდა ატაროთ ნიღბები და დაიცვათ სოციალური დისტანცია, ამასთან  მოსახლეობამ თავი უნდა  შეიკავოს ქორწილებისა და ჭირის სუფრების გადახდისგან.  

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, თუ სვანეთის მსგავსი რამდენიმე რეგიონი იქნება, რესურსი არ იქნება საკმარისი, რომ იგივე ღონისძიებები გატარდეს.  

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში