სასმელი წყლის პრობლემა ბეშუმში

12 აგვისტო 2020, 11:18 1799 ნახვა

წყლის პრობლემაზე საუბრობენ კურორტ ბეშუმში.  50-მდე  ოჯახი  აცხადებს, რომ წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. დამსვენებლები ადგილობრივ ხელისუფლებას   პრობლემის  დროულ მოგვარებას  სთხოვენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში კურორტის დატოვებას აპირებენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში  განმარტავენ,  რომ წყლის მაგისტრალს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა  და არ ფიქსირდება  დებეტის პრობლემაც. მოქალაქეებმა  კი ცენტრალური მაგისტრალიდან  სახლამდე წყლის სისტემის  მიყვანა  თავად უნდა უზრუნველყონ.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში