კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დაფიქსირდა

12 აგვისტო 2020, 11:00 1435 ნახვა

საქართველოში  კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  მათგან 12  სვანეთში, ლენჯერის თემში დადასტურდა.   ერთი ინფიცირებული დაემატა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს.  

,,კოვიდ 19“  დაუდასტურდა შუა ხნის ქალს, რომელიც საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული.  რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს  ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 4 პაციენტმა დაამარცხა.

კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 203 პაციენტი მკურნალობას, მათგან როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა   7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 16 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა.  

ეპიდემიოლოგები იკვლევენ  იმ 11 პოლიციელის კონტაქტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში