ხელვაჩაურის მერია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დახმარებას მიიღებს

12 აგვისტო 2020, 14:53 1313 ნახვა

ხელვაჩაურის მერია სამი სოფლის გზის მოსაწესრიგებლად  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დახმარებას მიიღებს. საუბარია 366 ათას 443 ლარზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი ქვედა ჯოჭოს, მასაურას შემოვლითი და  შარაბიძეებში  გემულაურის გზის რეაბილიტაციაზე დახარჯავს. საკითხი დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე გავიდა.

''პატრიოტთა ალიანსის'' წევრმა გზების რეაბილიტაციის საკითხი სხდომაზე  წინასაარჩევნო პიარად შეაფასა, მაგრამ სატელევიზო კომენტარს თავი აარიდა.

მერიაში კი აცხადებენ, რომ  სამივე  დასახლების გზის მოწესრიგება  მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო, თუმცა პანდემიის გამო თანხები  მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში