რეისი თბილისი-მინსკი-თბილისი - ვინ იჯდა სამთავრობო თვითმფინავში?

17 აგვისტო 2020, 12:03 1890 ნახვა

ჩამოიყვანეს თუ არა საიდუმლო რეისით საქართველოში ლუკაშენკოს ვაჟი? გავრცელებული ინფორმაციით, მინსკში საქართველოდან 8 ადამიანი იმყოფებოდა. ერთ- ერთი ვერსიით დელეგაციის წევრი ვალერი კვარაცხელია იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში