ეპიდსიტუაცია მესტიაში

17 აგვისტო 2020, 10:03 1446 ნახვა

მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ზე აღებული 24 6ნიმუშიდან ვირუსი არცერთს დაუდასტურდა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩაკეტვიდან დღემდე  4000-მდე ადამიანია გამოკვლეული. დღის მეორე ნახევარში 142 ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.  

ე.წ. ლენჯერის კლასტერში 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 34 გამოვლინდა მესტიაში, დანარჩენებს კი კორონავირუსი მას შემდეგ დაუდგინდა, რაც მუნიციპალიტეტი დატოვა.მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეებში  700-მდე ადამიანი რჩება. ეპიდემიოლოგების სამი ჯგუფი აგრძელებს ღრმა კვლევებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში