ბელარუსში საპროტესტო აქციები განახლდა

17 აგვისტო 2020, 14:05 1341 ნახვა

მინსკის სატრაქტორო ქარხანაში მისულ ალექსანდრე ლუკაშენკოს მუშების ნაწილი უკმაყოფილო შეძახილებით დახვდა.  ქარხნების მუშათა ნაწილი მისი გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით გაფიცვას გეგმავს.

ვრცელდება ცნობები სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის პროტესტის შესახებაც. სატრაქტორო ქარხნამდე ლუკაშენკო ვერტმფრენით მივიდა. მუშების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ლუკაშენკომ ისევ გამორიცხა ხელახალი არჩევნები, თუმცა აღნიშნა, რომ მზადაა გარკვეული ცვლილებებისთვის კონსტიტუციაში.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში