ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში პატრულირება ჩაატარეს

18 აგვისტო 2020, 10:16 1076 ნახვა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დისლოცირებულმა I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირე ჯგუფმა და ავღანეთის ნაციონალური ჯარის წევრებმა ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს.

ქვეითი პატრულირების ამოცანას ბაზის გარე პერიმეტრის რეკოგნოსცირება და უსაფრთხოების ზომების დაცვა წარმოადგენდა. ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ ბაგრამის მთავრობის წარმომადგენელს ფარვანის პროვინციიდან, ბაგრამის საავიაციო ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფის გეგმა გააცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში