კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია სრულდება

20 აგვისტო 2020, 18:33 1733 ნახვა

ბათუმში რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას. ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება მიმდინარეობს. ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა. ასევე, ,,ფონდი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაცია მიმდინარეობს.

უკვე დასრულდა ნოე ჟორდანიას, მაზნიაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში