ღამის სერენადები ერთ კვირაში აიღებს სტარტს

20 აგვისტო 2020, 20:50 1712 ნახვა

„ღამის სერენადები“ იწყება, თუმცა წელს განსხვავებულ ფორმატში, დარბაზში მსმენელის გარეშე. ბათუმი-თბილისის რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებმა რეპეტიცია უკვე გაიარეს. წლებია ფესტივალს გამორჩეული ადგილი უჭირავს, საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში, კონცერტებზე შესრულებული ნაწარმოებები კი მსმენელს დიდი ხნის მანძილზე ახსოვს. ღამის სერენადებს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში