ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა მალე აღდგება

21 აგვისტო 2020, 10:06 1462 ნახვა

მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში