ენმ დამკვირვებლებს მოუწოდებს ხელისუფლების მიერ პანდემიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ფაქტები შეაფასონ

21 აგვისტო 2020, 15:00 1332 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' ხელისუფლებას პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ლევან ანთაძე საქართველოს ლატვიას ადარებს და ამბობს, რომ 15 ივნისიდან ლატვიამ და სხვა ბალტიის ქვეყნებმა გახსნეს საზღვრები და გააუქმეს იძულებითი კარანტინი, საქართველოში კი მკაცრმა შეზღუდვებმა ვერ გამოიღო შედეგი.

ანთაძე ამბობს, რომ  პირიქით ჩვენთან სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა. დღეის მდგომარეობით, კარანტინში საქართველოს 6 903 მოქალაქეა, პარტიაში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ერთი დღე  414 000 ლარი  უჯდება. ჯამში კი ეს ათობით მილიონი ლარია.

''ნაციონალური მოძრაობა'' სტატისტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას ამბობს, რომ   დღეს 215 ქვეყნიდან საქართველო კოვიდის გავრცელების მხრივ 58-ე ადგილზეა, ხოლო გარდაცვალების მიხედვით 55-ე ადგილზე.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში