სტიქია ლენტეხში

21 აგვისტო 2020, 18:29 1301 ნახვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარესამყაროს ხუთი სოფელია მოწყვეტილი. სოფლებთან: დურაში, ესიერი, საყდარი, მუწდი და ტვიბის დამაკავშირებელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა - მუხრამ და ჩოლშურამ წაიღო.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გარესამყაროს მოწყვეტილ მოსახლეობასთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში მათ საკვებს და მედიკამენტებს მიაწვდიან. შესაძლოა საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაცია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში