ჩოგბურთელის ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

21 აგვისტო 2020, 18:40 1336 ნახვა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა. როგორც ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურაში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა. როგორც ჭკადუა განმარტავს, რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე წაყენებული ბრალის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში