ოპოზიცის მემორანდუმი

24 აგვისტო 2020, 18:35 693 ნახვა

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. დეკლარაციის მიხედვით, შეიქმნება ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს.შეიქმნება პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, ამასთან, ძალაში შევა საერთო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები დარღვევებზე. რამდენიმე კვირაში აღნიშნული პარტიები კიდევ ერთი მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ისინი ,,ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევლენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში