ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

25 აგვისტო 2020, 15:00 1145 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე დღეს  3 საკითხი განიხილეს. ბიუჯეტიდან  76 ათასი ლარი გამოთავისუფლდა, რომელიც აიპებს  სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად გადაეცემათ. ასევე 68 ათას 500 ლარით  4 ფერდსამაგრი მოეწყობა. 

კიდევ ერთი საკითხი , რომელსაც დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ეყარა კენჭი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 30 კვადრატის მიწის ფართობია, რომელიც  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გადაეცემა.  

აღნიშნული მიწის ნაკვეთი სოფელ შარაბიძეებში მდებარეობს, სადაც ''ენერგო პრო-ჯორჯია'' ელექტრო სადგურს მოაწყობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში