12 წელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებიდან

26 აგვისტო 2020, 10:37 2007 ნახვა

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებებს ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები აფასებენ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავარი კითხვა საქართველოს მთავრობის მისამართით უნდა დაისვას. თუმცა, მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციის საკითხს, გადაწყვეტილების მიღების დონეზე არ აყენებს.

პოლიტოლოგებისა და კონფლიქტოლოგების შეფასებით, რუსეთის მიმართ საქართველოს არგაღიზიანების პოლიტიკამ არ გაამართლა და ოკუპანტები ტერიტორიის მიტაცებას მცოცავი ოკუპაციის სახით დღესაც აგრძელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში