ზაფხულის ბოლო დღეები და შემოდგომის დასაწყისი მზიანი და ცხელი იქნება

28 აგვისტო 2020, 14:55 7701 ნახვა

29 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე - ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება, სითბოს შეგრძნებითი ინდექსი კი უფრო მაღალი - +33, +35 გრადუსი.

მსგავსი ხანგრძლივად მაღალი ჰაერის ტემპერატურა, სეზონურ ნორმაზე სავარაუდოდ, 1-3 გრადუსით მეტია.

შესაბამისად, 11-დან 16 საათამდე, განსაკუთრებით მოხუცები, ბავშვები და ქრონიკულად ავად მყოფი მოქალაქეები უნდა მოერიდოთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას, რადგანაც სითბური დარტყმის მიღების მაღალი რისკია.

ზღვაზე მყოფმა მოქალაქეებმა კი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში