ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა

29 აგვისტო 2020, 12:25 1320 ნახვა

ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა.  ადგილობრივი "სამთავრობო" მედიის ცნობით, ე.წ.  პრემიერ-მინისტრმა, ერიკ პუხაევმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული, ინალ ჯაბიევი სავარაუდოდ დაკითხვის დროს ცემაში შემოაკვდათ.

ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა. სოციალურ ქსელში გარდაცვლილი, ინალ ჯაბიევის ფოტოების გავრცელების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ანატოლი ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და განაცხადა, რომ საქმის გამოძიება "პირად კონტროლზე აყავს", დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი კი  გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს. 

ამავე ცნობებით, ე.წ. გენერალურმა პროკურორმა უგუზმაგ  ჯაგაევამ  სხდომაზე თქვა, რომ  28 აგვისტოს 14:21 წუთზე "გენერალურ პროკურატურაში" შევიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს მოქალაქე ინალ ჯაბიევი, რომელიც უგონოდ იყო და სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში