პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს გაიხსნება

29 აგვისტო 2020, 12:49 1972 ნახვა

პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირაში განაახლებს. რეგლამენტის გათვალისწინებით, პირველ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის გახსნა პლენარული სხდომით იგეგმება, თუმცა მანამდე, 31 აგვისტოს ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, სადაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება. მათ შორის, „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტს რამდენიმე ახალი კანონპროექტის განხილვა და მიღება მოუწევს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომების ფორმატში ამ დრომდე არ მოუსმენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშებიც, რომლებიც უწყებებმა პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში