“სახელმწიფო არც ერთ თქვენგანს, ასეთ რთულ ვითარებაში არ მიატოვებს”- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ქობულეთში, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება

29 აგვისტო 2020, 17:23 1579 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდა, რომლებიც "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას სესხების გადავადების მოთხოვნით მართავდნენ. როგორც მინისტრმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, სხვადასხვა საბანკო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში აქციის მონაწილეთა მოთხოვნები გადაიჭრება.

"სახელმწიფო არც ერთ თქვენგანს და არც ერთ ჩვენ მოქალაქეს, მით უმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში არ მიატოვებს. ყველანაირად დაგიდგებით გვერდით, ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი. მინდა ყველამ იცოდეს,რომ მარტო არ ხართ. ყველა დონეზე ინფორმირებულია ხელისუფლება, ჩართულია როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ასევე აჭარის მთავრობა და რა თქმა უნდა, ცენტრალურ დონეზე არიან ინფორმირებული. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება ნებისმიერი საკითხის მოგვარება. ასეთ რთულ ვითარებაში, ისედაც ყველა დაძაბულია, ყველა ნერვიულობთ, მე მინდა ერთი მთავარი რამ ვთქვა, რაც თქვენც და ჩვენც ყველას დაგვეხმარება, არავითარ შემთხვევაში არ გავხდეთ ვიღაცის ინტერესების მსხვერპლი", -განაცხადა აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში