მზად ვარ ვემსახურო თითოეულ ბათუმელს უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის - რესან კონცელიძე

29 აგვისტო 2020, 23:12 3019 ნახვა

“დღეს მე აქ ჩემი ქვეყნის ჩემი კუთხის და ჩემი ქალაქის სიყვარულით მოვედი. დარწმუნებული ვარ რომ ყველა ბათუმელს მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა უყვარს თავის ქალაქი და უნდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იყოს უკეთესი ჩვენი წინაპრების დატოვებული თანაცხოვრების და ღირსების წესების შესაბამისად. მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა ჩვენი ქალაქი გამოწვევების წინაშე დგას თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით ჩვენ დავძლევთ ყველა იმ პრობლემას რომელიც ჩვენს წინაშეა.

თითოეული თქვენგანის ხმას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მივაწვდი. გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა.

მზად ვარ, ვემსახურო ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის“, - განაცხადა აჭარის დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში - რესან კონცელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში