„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

30 აგვისტო 2020, 12:24 1243 ნახვა

ამ წუთებში ქართული ოცნების ლიდერები მაჟორიტარ კანდიდატებს აჭარის მაღალმთიანეთში წარადგენენ, გუშინ კი მმართველმა გუნდმა  ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რესან კონცელიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად  კი მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე  დაასახელეს.

მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში