მინსკში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

30 აგვისტო 2020, 14:55 2419 ნახვა

ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. მასშტაბური აქციის ფონზე დედაქალაქის ცენტრში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.  მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამოუკიდებლობის მოედანზე მდებარე მეტროსადგური დაკეტილია.

დემონსტრაციები მინსკში 20 დღეზე მეტია არ წყდება. მომიტინგეები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაში ბრალდებულების დასჯას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში