ინციდენტი – 125-ე მუხლით აღძრული საქმე

08 ოქტომბერი 2016, 00:00 3884 ნახვა

რამდენად არის 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი ინციდენტი არჩევნებთან კავშირში ამის შესახებ ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს.  ამ კითხვას დაზარალებულმა არ უპასუხა, თუმცა  “ქართულ ოცნების” მხარდამჭერი მამუკა ცხვარაძე  ირწმუნებოდა, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა სცემა. Mმომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე  125-ე მუხლით აღძრა, რაც ცემას გულისხმობს. პოლიციის განყოფილებიდან სად გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებმა ბორია მაისურაძე - ესეც უცნობია. . ჩვენ დავუკავშირდით, როგორც “ქართული ოცნების” ისე “ნაციონალური მოძრაობის” შტაბებს. აცხადებენ, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია  არ აქვთ. საკითხზე გავესაუბრეთ 53-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესაც. ის  ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და ამბობს, რომ უბანზე დაპირისპირება არ მომხდარა.

ამავე კატეგორიაში