ჩვენს მიერ განხორციელებული მრავალი ინფრასტრუქტურული, სასოფლო, საგანმანათლებლო პროექტების მიუხედავად რჩება ბევრი გამოწვევა” - ფრიდონ ფუტკარაძე 

31 აგვისტო 2020, 13:18 2020 ნახვა

„მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების„ პოლიტიკურ გუნდს, რომლებმაც ჩემზე შეაჩერეს არჩევანი და მომცეს საშუალება ვიყო ხელვაჩაურის და მაღალმთიანი აჭარის ამომრჩევლის ხმა უმაღლეს საბჭოში„ - აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ წარდგენისას განაცხადა.

„2013 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, ტურისტული თუ სასოფლო სამეურნეო პროექტი განხორციელდა ქვეყანაში, თუმცა რჩება ძალიან ბევრი გამოწვევა ჩვენს სოფლებში და ოჯახებში. მომდევნო პერიოდი იქნება თითოეულ ოჯახზე ზრუნვის პერიოდი, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში. გამარჯვებისთანავე ჩემი დავალება იქნება კეთილსინდისიერად ვემსახურო თითოეულ ხელვაჩაურელს„ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში