ზაფხული პოზიციას არ დათმობს - სექტემბრის დასაწყისი აგვისტოზე ცხელი იქნება

31 აგვისტო 2020, 13:47 2454 ნახვა

სექტემბრის პირველი დეკადა (10 დღე) საქართველოში იქნება ძალიან ცხელი.  ინტენსიურად მოხდება ცხელი და მშრალი ჰაერის მასების გავრცელება, რომლის გავლენითაც ტემპერატურა, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში +35, ცალკეულ დღეებში +38 გრადუსს მიაღწევს, სანაპირო კურორტებზე კი +32, +34 გრადუსი იქნება

დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) იქროლებს ცხელი აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სასოფლო სამეურნეო კულტურებს.

იყავით ფრთხილად და მოერიდეთ მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში