ელენე ხოშტარია: “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყებაზე პროკურატურამ უარი თქვა

31 აგვისტო 2020, 15:00 1132 ნახვა

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე პროკურატურიდან პასუხი მიიღო. ხოშტარიას განცხადებით, პროკურატურის პასუხში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს და უწყებამ აუდიტის სამსახურს მიმართა.

ელენე ხოშტარიას შეფასებით, პროკურატურის პასუხი უპასუხისმგებლოა. ხოშტარია კიდევ ერთხელ მიმართავს უწყებებს, გამოიძიონ ეს საკითხი და აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსული ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება.

ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადება პროკურატურაში 25 აგვისტოს შეიტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში