პარლამენტის პიკეტირება აჭარის მოსახლეობის მიერ - კრემლის ინსტრუქციები ”პატრიოტთა ალიანსს”

01 სექტემბერი 2020, 11:06 1302 ნახვა

ხალხის დაძვრა აჭარიდან, პარლამენტის პიკეტირება. "პატრიოტთა ალიანსის" მორიგი სკანდალი. პარტიის გეგმები რუსული სპეცსამსახურების მართვაში. პიკეტირებაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ, რიგით მოქალაქეებს, ტურიზმისა და მომსახურების სექტორში დასაქმებულ პირებს. რუსი კურატორების გეგმით, 8 სექტემბერს, ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს პატრიოტთა ალიანსმა უნდა მოაწყოს კონფერენცია.

დისკუსიის მოდერატორი კი დავით თარხანმოურავი უნდა იყოს, რომელიც დასკვნით სიტყვაში ისაუბრებს სამხედრო მიუმხრობლობის სიკეთეებზე და მის დადებით მხარეებზე საქართველოსთვის. რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დოსიემ“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების მეორე ნაწილი გაავრცელა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, კრემლის მიზნები და მათი რეალიზების გზები ,,პატრიოტთა ალიანსის“ მეშვეობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში