აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

01 სექტემბერი 2020, 10:00 1301 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა.

გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ, რომლის თანახმად, პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში