ახალი სამხილები პატრიოტთა ალიანსზე

01 სექტემბერი 2020, 20:06 1701 ნახვა

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების ირგვლივ აჟიოტაჟი გრძელდება. სააგენტო "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ მორიგ დოკუმენტში, პარტიის საარჩევნო კამპანიაში მოსკოვიდან აქტიურ ჩარევაზეა საუბარი. ანუ, "პატრიოტთა ალიანსი" პირდაპირ იღებს მესიჯებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს კამპანია.

პარტიაში ბრალდებებს უარყოფენ, პარალელურად კი, სხვა ოპოზიციური პარტიები, „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს.

საგარეო კურსისა და დამოკიდებულებების გამო, ხელისუფლება მათი ქომაგი არ არის, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფიქრობს, რომ ერთი ფურცლის გამო მათი არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში