ბიაფი 13 სექტემბერს იწყება

03 სექტემბერი 2020, 14:41 2088 ნახვა

ბათუმის საავტორო ფილმების მე-15ე საერთაშორისო კინოფესტივალი  13-20 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება და მას კინოთეატრი "აპოლო" და ევროპის მოედანი უმასპინძლებს.

პანდემიის გამო კინოფესტივალი განსხვავებული ფორმატით და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

კინოფესტივალის ფარგლებში ღია ცის ქვეშ მოეწყობა კინოჩვენებები, ჩატარდება სემინარები და ვორკშოფები. კინოფესტივალზე 40 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი. ასევე 50 მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში