კიბერთავდასხმა - საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასება

04 სექტემბერი 2020, 14:06 1145 ნახვა

რა თქმა უნდა, არ მოგვერიდება სახელების დარქმევა თუ საიდან და ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, წლის 1-ელ სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში