“ლელო” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს

07 სექტემბერი 2020, 11:25 1134 ნახვა

„ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას  სტრასბურგში გაასაჩივრებს. გადაწყვეტილებას ხელს აწერს მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი.

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ სწორედ ლევან მურუსიძეა ერთ-ერთი ვის წინააღმდეგაც გამოვიდნენ  აქციაზე სადაც ისინი მოწოდებების გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი  აჭარაში ამბობს, რომ  ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ პირიქით დაირღვა მათი უფლებები რადგან ისინი გასული წლის დეკემბერში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე  გამოხატვის თავისუფლების გამო დააკავეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში